Sunday, February 21, 2016

ტრენინგი თემაზე "სკოლის თვითმმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საზოგადოებაში"

მცირე   გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლა-ლიცეუმში, გაიმართა სემინარი-დისკუსია ექსპერტთან თემაზე "სკოლის თვითმართველობა და ადგილობრივი თვითმართველობის როლი საზოგადოებაში", რომელსაც წარუძღვა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ივანე ბალახაშვილი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი. პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი; 

ექსპერტი მოსწავლეებს ესაუბრა თვითმმართველობის არსზე, თვითმმართველობის სისტემასა და საკანომდებლო ბაზის შესახებ საქართველოში. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნებსა და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შესახებ. მულტიპლიკაციური ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებთან გაიმართა დისკუსია.  


Thursday, February 4, 2016




რადიოს მსოფლიო დღე





მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, 28 იანვარს, სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის ოთახში, სკოლა-ლიცეუმის ფიზიკის პედაგოგი გიორგი კუპრიაშვილი შეხვდა და მოსწავლეებს რადიოს მსოფლიო დღეზე გაესაუბრა. აქვე ,სკოლის კლუბის ლიდერმა და აქტიურმა წევრებმა, რადიოს დღესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები

Saturday, January 30, 2016

მცირე გრანტის პროექტი ,, ფენიქსი"


წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფენიქსი“ სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" USAID/PH International PH International (Project Harmony) ფარგლებში ახორციელებს მცირე გრანტის პროექტს ,, ფენიქსს“, რომლის მიზანია , სკოლაში გამოიყოს ოთახი სამოქალაქო განათლების კლუბისთვის, მოხდეს ოთახის კეთილმოწყობა და დამონტაჟდეს რადიო კვანძი, რომელიც ქსელში იქნება  ჩართული. კლუბის ოთახში მოსწავლეები შეძლებენ აწარმოონ საგანმანათლებლო კამპანიები, მოაწყონ შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან; გაიმართოს დისკუსიები, გაშუქდეს რადიოგადაცემები, შედგეს ვიდეოგაკვეთილები, დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა აქტივობები. კლუბის სივრცის მოწყობა და რადიო კვანძის ამუშავება მოსწავლეებში გააღრმავებს ერუდიციას, გაზრდის ინფორმირებულობას, აამაღლებს მათ ცნობიერებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მოტივაციას და ჩამოუყალიბებს წარმატებული ცხოვრების უნარ-ჩვევებს.
2016 წლის 12 იანვარს , გორის ტელეკომპანია თრიალეთის რადიო 104-ის პროდიუსერი მამუკა ნადირაძე შეხვდა კლუბ ფენიქსის წევრებს. იგი გაესაუბრა მოსწავლეებს რადიოს მართვის უნარ- ჩვევებზე, მოსწავლეებს მისცა საჭირო რეკომენდაციები იმისათვის, რომ რადიოს საშუალებით, პროექტით გათვალისწინებული რადიო-რეპორტაჟები გაშუქდეს .


მცირე გრანტის პროექტ ,, ფენიქსის“ ფარგლებში, 2016 წლის 21 იანვარს ასევე მოეწყო შეხვედრა ჟურნალისტ ნათია ომაძესთან. იგი გაესაუბრა მოსწავლეებს თემაზე თუ როგორ მოამზადონ ეფექტური რეპორტაჟი და რა ხერხებს მიმართონ მათ მის სწორად განხორციელებისთვის.




პროექტი "უსაფრთხო მგზავრობა"


წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფენიქსი“ სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" USAID/PH International PH International (Project Harmony) ფარგლებში ახორციელებს პროექტს „უსაფრთხო მგზავრობა“. პროექტი ხორციელდება ქ.გორის მ უ ნ ი ც ი პ ა ლ ი ტ ე ტ ი ს, საზოგადოება ,,ბ ი ლ ი კ ი ს’’ დაფინანსებით Society Biliki და გორის რესურსცენტრის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში 2015 წლის 17 დეკემბერს სკოლაში მოწვეულ იქნენ, ქალაქ გორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს განყოფილების საპატრულო სამსახურის თანამშრომლები. მათ მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი თემაზე „უსაფრთხო მგზავრობა“. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობდა, გაიმართა საინტერესო დისკუსია.


მოსწავლეებს სკოლის ეზოში ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ საპატრულო მანქანაში განთავსებული მოწყობილობების ფუნქციონირების პრინციპებს. 2015 წლის 21 დეკემბერს, ამავე პროექტის ფარგლებში, საპატრულო და პოლიციის ეკიპაჟის ხელშეწყობით, მოსწავლეები ჩაერთვნენ აქციაში და მოსახლეობას პლაკატებით მოუწოდებდნენ მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ. მოსწავლეების მიერ მოეწყო ფლეშმობი ქალაქ გორის ერთ-ერთ ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელზე. ამავე დღეს, მოსწავლეებმა ქალაქის მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო შინაარსის ფლაერებიგორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი მადლობას უხდის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მ ე რ ი ა ს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, შიდა ქართლის საპატრულო პ ო ლ ი ც ი ა ს შიდა ქართლის საპატრულო პოლიცია პროექტის დაფინანსებისა და მხარდაჭერისათვის.





გაიღიმე... გა-10-ბე...

   2 ოქტომბერი მე-10 თვე. მზე ისევ ან-10-ებს. ოქტომბერში ხომ მთელი მსოფლიო მსოფლიო ღიმილის დრეს ზეიმობს. არ იცოდით? ახლა ხომ იცით, ხოდა გაიღიმე, გა-10-ბე, გაან-10-ე სამყარო!
    პატარა, მრგვალი, ყურებამდე გაღიმებული სასაცილო ყვითელი კაცუნა...რა დიდი ძალა აქვს, არადა რა მარტივად დასახატი ვინმეა...მაგრამ როგორც იტყვიან: “ გენიალურობა - სიმარტივეშია!“
   ეს პატარა, ყვითელი სმაილი მთელი მსოფლიოსთვის ახლობელია. საოცარი, საოცარი ადამიანი...კეთილი მეღიმილე...ყველას მოუწოდებს: „გაიღიმე და აიძილე სხვაც, რომ გაიღიმოს!“   ასეთ წარწერებს აკეთებენ ოქტომბრის დასაწყისში ბილბორდებზე, ჩვენ ბილბორდებზე ხელი ნამდვილად ვერ მიგვიწვდებოდა, ამიტომ ჩვენი სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის“ფენიქსის“ წევრებმა და კლუბის მოხალისეებმა გადავწყვიტეთ დევიზი: „გაიღიმე!“ სისრულეში მოგვეყვანა. ფერადი ბუშტებითა და მხიარული ბარათებითგორის ქუჩებს მივაშურეთ. გორელები არ არიან განებივრებული მსგავსი აქციებით, არადა ღიმილიც და სუხარულიც ამ ბოლო დროს ხომ დეფიციტი გახდა. არავინ ელოდა ჩვენს გამოჩენას და მართლა დადებითი, პოზიტიური განწყობა შეიქმნა, გაოცებული სახეები ღიმილითა და სითბოთი სავსე გამოხედვამ შეცვალა.ისმოდა: გმადლობთ ნაჩუქარი ღიმილისათვის! და ისინიც იღიმებოდნენ, ღიმილი ხომ გადამდებია ჰოდა, გ ა ვ ი ღ ი მ ო თ, გავუთბოთ ერთმანეთს გულები!