კლუბის მისია

სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ფენიქსის“ მისია

სასკოლო სამოქალაქო კლუბი შეიქმნა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზაცია PH International-ის მიერ ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
,,მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერებას და მათ მიერ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.
სასკოლო სამოქალაქო კლუბი მოსწავლეებისათვის წარმოადგენს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. კლუბში საქმიანობით მოსწავლეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სკოლისა და თემისთის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო, აწარმოონ თანატოლთა საგანმანათლებლო კამპანიები,  შეხვდნენ  ადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან ერთად განიხილონ  ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. სწორედ ამ მიზნით , კლუბის წევრები ქმნიან პროექტებს, მოიძიებენ დონორ ორგანიზაციებს , ან მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ პრობლემის გადასაჭრელად. თანამშრომლობენ გადასაჭრელი პრობლემებით დაინტერესებულ პირებთან  ( სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან). საჭიროების შემთხვევაში ახდენენ შესაბამის სტრუქტურებში ამა თუ იმ საკითხის შესახებ ადვოკატირებას.
კლუბში მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ხელს შეუწყობს, ჩამოყალიბდნენ კარგ მოქალაქეებად.

რა მიმართულებებით მუშაობს სასკოლო სამოქალაქო კლუბი ,,ფენიქსი“
სასკოლო სამოქალაქო კლუბი ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობს: პირველი მიმართულება კლუბის წევრების თვითგანვითარებაა. მოსწავლეები იძენენ თეორიულ ცოდნას გადასაჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით. ამ დროს კლუბის წევრები იკრიბებიან და აგროვებენ ინფორმაციას გამოვლენილ პრობლემის ან შესასწავლი საკითხის შესახებ, მედიის, გამოკითხვის , ადგილობრიბი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოძიების საშუალებით. ამ მიზნით შესაძლოა, მოსწავლეებმა მოიწვიონ განსახილველი საკითხის სპეციალისტი ,რომელმაც შეილძლება ერთჯერადი დახმარება გაუწიოს წევრებს ან ჩაატაროს ლექციების კურსი ან ტრენინგი.
მეორე მიმართულება გადასაჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. კლუბის წევრები პრაქტიკულად განხორციელების პროცესში, თანამშრომლობენ საკითხით დაინტერესებულ პირებთან და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას. ამგვარი ჩართულობა ხელს უწყობს საზოგადოების წევრების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. ამ მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს საინფორმაციო და ადვოკატირების პროექტები, რომლის მიზანიც პრობლემის პრევენცია,საზოგადოების ინფორმირება და საკითხის ადვოკატირებაა. მნიშვნელოვანია ,რომ საზოგადოების განვითარებისათვის მუშაობისას, კლუბის წევრებს თვითონაც უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.
გარდა ამისა, შესაძლოა, კლუბის მიერ განხორციელებულმა ნებისმიერმა პროექტმა მოსახლეობას საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობა დაანახოს, შეცვალოს მათი დამოკიდებულება საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ და გაზარდსო ჩართულობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.



No comments:

Post a Comment