Sunday, February 21, 2016

ტრენინგი თემაზე "სკოლის თვითმმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საზოგადოებაში"

მცირე   გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლა-ლიცეუმში, გაიმართა სემინარი-დისკუსია ექსპერტთან თემაზე "სკოლის თვითმართველობა და ადგილობრივი თვითმართველობის როლი საზოგადოებაში", რომელსაც წარუძღვა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ივანე ბალახაშვილი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი. პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი; 

ექსპერტი მოსწავლეებს ესაუბრა თვითმმართველობის არსზე, თვითმმართველობის სისტემასა და საკანომდებლო ბაზის შესახებ საქართველოში. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნებსა და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შესახებ. მულტიპლიკაციური ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებთან გაიმართა დისკუსია.  


No comments:

Post a Comment