Sunday, February 21, 2016

ტრენინგი თემაზე "სკოლის თვითმმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საზოგადოებაში"

მცირე   გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლა-ლიცეუმში, გაიმართა სემინარი-დისკუსია ექსპერტთან თემაზე "სკოლის თვითმართველობა და ადგილობრივი თვითმართველობის როლი საზოგადოებაში", რომელსაც წარუძღვა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ივანე ბალახაშვილი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი. პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი; 

ექსპერტი მოსწავლეებს ესაუბრა თვითმმართველობის არსზე, თვითმმართველობის სისტემასა და საკანომდებლო ბაზის შესახებ საქართველოში. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნებსა და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შესახებ. მულტიპლიკაციური ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებთან გაიმართა დისკუსია.  


Thursday, February 4, 2016




რადიოს მსოფლიო დღე





მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, 28 იანვარს, სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის ოთახში, სკოლა-ლიცეუმის ფიზიკის პედაგოგი გიორგი კუპრიაშვილი შეხვდა და მოსწავლეებს რადიოს მსოფლიო დღეზე გაესაუბრა. აქვე ,სკოლის კლუბის ლიდერმა და აქტიურმა წევრებმა, რადიოს დღესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები