მცირე გრანტის პროექტი ,, ფენიქსი"
წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფენიქსი“
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" USAID/PH
International PH International (Project Harmony) ფარგლებში ახორციელებს მცირე გრანტის
პროექტს ,, ფენიქსს“, რომლის მიზანია , სკოლაში გამოიყოს ოთახი სამოქალაქო განათლების
კლუბისთვის, მოხდეს ოთახის კეთილმოწყობა და დამონტაჟდეს რადიო კვანძი, რომელიც ქსელში იქნება
ჩართული. კლუბის ოთახში მოსწავლეები შეძლებენ აწარმოონ საგანმანათლებლო კამპანიები,
მოაწყონ შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან; გაიმართოს დისკუსიები, გაშუქდეს
რადიოგადაცემები, შედგეს ვიდეოგაკვეთილები, დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა
აქტივობები. კლუბის სივრცის მოწყობა და რადიო კვანძის ამუშავება მოსწავლეებში გააღრმავებს
ერუდიციას, გაზრდის ინფორმირებულობას, აამაღლებს მათ ცნობიერებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას,
მოტივაციას და ჩამოუყალიბებს წარმატებული ცხოვრების უნარ-ჩვევებს.
მცირე გრანტის პროექტ ,, ფენიქსის“ ფარგლებში, 2016 წლის 21 იანვარს ასევე
მოეწყო შეხვედრა ჟურნალისტ ნათია ომაძესთან. იგი გაესაუბრა მოსწავლეებს თემაზე თუ როგორ
მოამზადონ ეფექტური რეპორტაჟი და რა ხერხებს მიმართონ მათ მის სწორად განხორციელებისთვის.
No comments:
Post a Comment